შეხვედრის მიზანი რადიაქტიული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრუქტურის ჩამოყალიბება იყო, რომლის შედეგადაც რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა შეიძენს სისტემურ ხასიათს, გაცილებით ეფექტიანი გახდება და ხელს შეუწყობს სახელმწიფოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დონის ზრდას.
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ვალდებულებით, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგია, 2017 წლის 04 იანვრამდე დამტკიცდება.