გაცნობებთ, რომ 2018 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შედის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ის პუნქტები, რომლებიც გარკვეული სახის ვალდებულებებს ადგენენ ელექტრონული კომუნიკაციისათვის. კერძოდ, აღნიშნული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, My.gov.ge-დან სერვისებით სარგებლობის მიზნით შევსებული განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ხოლო განმცხადებელი იურიდიული პირების შემთხვევაში - შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენება.