ENG GEO

63-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში ლილოს ინციდენტის შესახებ იმსჯელეს

24.09.2019


2019 წლის 18 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 63-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ორგანიზებით გაიმართა პარალელური ღონისძიება - “International Assistance for a patient from the radiological accident, which occurred in 1997 in Lilo, Georgia”.
 
ღონისძიების მიზანი იყო 1997 წელს ლილოში, საქართველო, მომხდარი რადიაციული ინციდენტისას დაზარალებული საქართველოს მოქალაქისთვის გაწეული საერთაშორისო დახმარების, მათ შორის 2019 წლის მარტში, საფრანგეთში, პერსის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციის შედეგების განხილვა.
 
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი, ვასილ გედევანიშვილი; აესს ინციდენტების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის  უფროსი, ელენა ბუგლოვა; ამავე ცენტრის სპეციალისტები ფლორიან ბოჩიუ და ედუარდო ჰერერა-რესისი; პარიზის პერსისი სამხედრო ჰოსპიტალის პლასტიკური ქირურგიის განყოფილების უფროსი, პროფ. ერიკ ბეი; საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოებისა და რადიოლოგიური დაცვის ინსტიტუტის ჯანმრთელობის განყოფილების უფროსი, პროფ. მარკ ბენედერიტე. ასევე აესს მმართველთა საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი, ანნ ლაზარ-სური და საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოებისა და რადიოლოგიური დაცვის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, პროფ. ჟან-კრისტოფერ ნეილი.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია რადიაციული ინცინდენტებისას დაზარალებულთა სამედიცინო მკურნალობის მსგავს შემთხვევებზე, არსებული შესაძლებლობების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებაზე. ასევე ხაზი გაესვა სააგენტოს მიერ მსგავს ინციდენტებზე დროულად და ეფექტურად რეაგირების მიზნით, ფინანსური რესურსების მოზიდვის აუცილებლობას.