ENG GEO

აშშ-ს ბირთული მარეგულირებელი კომისიის წევრები საქართველოში

23.01.2019


2019 წლის 21-22 იანვარს სსიპ ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების სააგენტოს ეწვივნენ აშშ ბირთული მარეგულირებელი კომისიის საერთაშორისო პროგრამების ოფისის ოფიცერი ემილი ლარსონი და ამავე ორგანიზაციის კონტრაქტორი ორგანიზაციის Qi Tech, LLC წარმომადგენლები სერგეი კაცენელენბოგენი და პიტერ კელმი.გაიმართა შეხვედრა სააგენტოს უფროსს ვასილ გედევანიშვილთან, სააგენტოს უფროსის მოადგილე ხატია ჯიქურიძესთან და ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახურის უფროს გრიგოლ ბასილიასთან. აშშ ბირთული მარეგულირებელი კომისიისა და სსიპ ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების სააგენტოს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, განხილული იქნა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, რომელებიც ძირითად ეხებოდა სააგენტოს ინფრასტრუქტურისა და ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებას, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს IRSS მისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციის საკითხებს. 2019 წლის 22 იანვარს ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას  საკანონმდებლო აქტების შექმნისა და განახლების საკითხში.