ENG GEO

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა

05.03.2018


საქართველოში მუშაობა დაასრულა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ, რომლის მიზანი იყო რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის შესწავლა ქვეყანაში და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.
მისიის მიერ დადებითად შეფასდა ბოლო წლებში  გატარებული რეფორმები, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ახალი საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. მისიის ხელმძღვანელის, ქეთრინ ჰანის შეფასებით მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურა საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დაცულობას და უსაფრთხოებას.
ამასთან მისიამ შესაბამისი რეკომენდაციები მისცა კომპეტენტურ ორგანოებს, რადიაციული უსაფრთხოების სისტემის შემდგომი დახვეწის და განვითარების მიზნით.
მისიის შემაჯამებელი ანგარიში შესაძლებელია იხილოთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე, იხილეთ ბმული.