ENG GEO

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა საყურადღებოდ!

12.03.2021


ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან 2021 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარუდგინონ 2020 წლის ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომელთაც ლიცენზია მიღებული აქვთ 2020 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ.
ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის საშუალებით, შემდეგი ბმულიდან: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10
 
ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად გათვალისწინებულია 400 ლარიანი ჯარიმა.
 
  • რეგისტრაციის გავლა  my.gov.ge-ზე:  https://www.my.gov.ge/ka-ge/help/null/137
  • ბირთვული და რადიაციული საქმიანობის  სალიცენზიო პირობების შესახებ ანგარიშგების შევსების ინსტრუქცია: https://www.my.gov.ge/ka-ge/help/13/82