ENG GEO

ეროვნული სამუშაო შეხვედრა „მეზობელ ქვეყნებში ბირთვულ ავარიების შემთხვევებზე მზადყოფნა და რეაგირება“

22.11.2018


2018 წლის 20-22 ნოემბერს, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ეროვნული პროექტის GEO9016 ფარგლებში გამართა ეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე - „მეზობელ ქვეყნებში ბირთვულ ავარიების შემთხვევებზე მზადყოფნა და რეაგირება“. შეხვედრა გახსნა  სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ბატონმა ვასილ გედევანიშვილმა, ხოლო უძღვებოდნენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები - ბატონები პიტერ ზომბორი და იგორ გრლიცარევი.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, შსს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საშიშროების აღმოჩენის სპეციალური სამმართველოს,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის,  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  თანამშრომლები
შეხვედრაზე  განხილული იქნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალი დოკუმენტები  საგანგებო სიტუაციების მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ, ქვეყნაში ბირთვული და რადიაციული ავარიებზე მზადყოფნასა და რეაგირებაში ჩართული უწყებების ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ასევე ჩატარდა სამაგიდო სავარჯიშოები, სხვადასხვა სახის ბირთვულ ავარიებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ.