ENG GEO

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალიზებული ავტომობილი გადმოეცა

07.05.2019


2019 წლის 7 მაისს აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის (National Nuclear Security Administration (NNSA), Pacific Northwest National Laboratory (PNNL), Oak Ridge National Laboratory (ORNL)) წარმომადგენლების მიერ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს გადაეცა სპეციალიზებული, MAN-ის მარკის, ავტომობილი რადიოაქტიური წყაროების (II,III,IV და V კატეგორია) ტრანსპორტირებისათვის. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია უსაფრთხოებისა და დაცულობის თანამედროვე, სპეციალური სისტემებით, რაც საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდეს რადიოაქტიური წყაროების გადატანა ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მძღოლის, მოსახლეობისა და გარემოს რადიაციული დაცვა.
ასევე,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებში განხილული იყო როგორც მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო გეგმები.