ENG GEO

სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ბირთვული უსაფრთხოების კულტურა პრაქტიკაში“

23.05.2019


2019 წლის 20-23 მაისს, საქართველოში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანაორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ბირთვული უსაფრთხოების კულტურა პრაქტიკაში“.  შეხვედრა გახსნა  სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა, ხოლო უძღვებოდნენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები: იო ნაკამურა, აქსელ ჰაგემანი და რასელ ჯონსი.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები.
 
შეხვედრაზე  განხილული იქნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დოკუმენტები  ბირთვული უსაფრთხოების კულტურის შესახებ. ასევე, ჩატარდა სამაგიდო სავარჯიშოები ბირთვული უსაფრთხოების კულტურის თვითშეფასების შესახებ.