ENG GEO

შეხვედრა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებებზე

28.02.2018


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ბირთვული და რადიაციული უსაფრთოხების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის რეგიონალურ ადმინისტრატორს კეტრინ ჰანის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციული ტრანსპორტისა და ნარჩენების უსაფრთხოების განყოფილების დირექტორს პეტერ ნოელ ჯონსტონს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს ამერიკელი კოლეგების მიერ საქართველოში რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის შესწავლის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს აქვს სრული მხარდაჭერა. მან ამერიკულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. ამერიკა ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და აღვნიშნო, რომ თქვენი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მითითებებს და ვფიქრობ ერთობლივი მუშაობით, მივაღწევთ საქართველოში ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კეტრინ ჰანიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის სახელით, მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა და გამოთქვა სურვილი შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.