ENG GEO

ტრენინგ კურსი „სამედიცინო ორგანიზაციების რადიოთერაპიული დანადგარების (ამაჩქარებლები და კიბერ-დანა) ინსპექტირება“

19.11.2018


12 - 16 ნოემბერს ქ. თბილისში ატომური ენერგიის საერთაშორისო საააგენტოს ორგანიზებით   სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ჩატარდა ტრენინგი თემაზე  „სამედიცინო ორგანიზაციების რადიოთერაპიული დანადგარების (ამაჩქარებლები და კიბერ-დანა) ინსპექტირება“. სასწავლო კურსს უძღვებოდა ატომური ენერგიის სააგენტოს მოწვეული ექსპერტი, რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის ფიზიკოსი ილკა იოკელაინენი.
ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. კერძოდ, განხილული იქნა აესს-ს პუბლიკაციებით (TRS 483 და TRS 398)  რეკომენდირებული კლინიკური დოზიმეტრიის ჩატარების პროცედურები.
პრაქტიკული ნაწილი ჩატარდა შპს „მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“-ს რადიოთერაპიული განყოფილების ბაზაზე ერთობლივად, აღნიშნული კლინიკის სამედიცინო ფიზიკოსებისა და სააგენტოს სპეციალისტების მიერ. რადიოთერაპიული დანადგარების (ამაჩქარებლებისა და კიბერ-დანის) დოზიმეტრიული გაზომვების შედეგად მიღებული მნიშვნელობები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს.
აღნიშნული კურსის მეშვეობით სააგენტოს სპეციალისტებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია და შეიძინეს შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.