ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი უკრაინის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის პროექტის „ბირთვული ავარიის შემთხვევაში საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (ANRS) მზადყოფნის გაძლიერება: მობილური ლაბორატორიის მოწოდება - G 4.01/19B“ ფარგლებში საქართველოს რადიაციულმა მარეგულირებელმა ორგანომ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ მიიღო მობილური ლაბორატორია, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება ბირთვული ან/და რადიაციული ღრუბელის, დაბინძურებული აირის ფრონტის ზემოქმედების შედეგების განსასაზღვრად.