ENG GEO

20.07.2016
სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ახალი ტიპის სერვისები და დაჩქარებული მომსახურების სისტემა დაინერგა.
მთავრობის დადგენილების თანახმად ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს სსიპ-ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს განახლებული მომსახურებით, კერძოდ მოქალაქეები შეძლებენ სატრანსპორტო საშუალებების, უძრავი ქონების და სხვადსხვა პროდუქციის რადიოლოგიურ შემოწმებას.

07.06.2016
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდნენ უკრაინაში. 

19.05.2016
შეხვედრის მიზანი რადიაქტიული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრუქტურის ჩამოყალიბება იყო, რომლის შედეგადაც რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა შეიძენს სისტემურ ხასიათს, გაცილებით ეფექტიანი გახდება და ხელს შეუწყობს სახელმწიფოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დონის ზრდას.
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ვალდებულებით, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგია, 2017 წლის 04 იანვრამდე დამტკიცდება.

22.04.2016
მიმდინარე წლის 18-22 აპრილს, ქ. ფუკუშიმაში (იაპონია), ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე:"ბირთვული და რადიოლოგიური ავარიების შედეგების მონიტორინგი".
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო“-ს უფროსის მოადგილე ხატია ჯიქურიძე და ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახურის მთავარი სპეციალისტის კახაბერ კეშელავა.
 |<  <  3 4 5 6 7 8 9 10 11 12  >  >|