ENG GEO

18.09.2018
2018 წლის  10-14 სექტემბერს ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ნაციონალური ლაბორატორიის (PNNL) და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა სასწავლო კურსი “რადიოაქტიური  წყაროების ფიზიკური დაცულობის სისტემების ინსპექტირების შესახებ“.
 

05.09.2018
გაცნობებთ, რომ 2018 წლის 5 სექტემბრიდან იცვლება მოქალაქის პორტალზე (MY.GOV.GE) იურიდიული პირების რეგისტრაციისა და ავტორიზაციის წესი.
 
ინსტრუქციის სანახავად ჩამოტვირთეთ მოცემული ფაილი - გადმოწერა
 

21.07.2018
18 - 20 ივლისს აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საპილოტე ტრენინგი რადიოაქტიური წყაროების მფლობელი ორგანიზაციებისა და  ფიზიკური დაცულობის განმახორციელებელი პირებისათვის თემაზე : ფიზიკური დაცულობის უზრუნველყოფა“.

17.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს  უფროსი ვასილ გედევანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. 
ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა დელეგაციის ხელმძღვანელს, სტეფან ბერნსს კომისიის მიერ საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისთვის. 
 |<  <  1 2 3 4 5 6 7 8 9 10  >  >|