ENG GEO

17.04.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს იუკია ამანოს შეხვდა, სადაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების გაუმჯობესება და რადიაციის მავნე ზეგავლენისგან ადამიანისა და გარემოს დაცვა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.

29.03.2018
 
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელები  ვალდებული არიან  2018 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარუდგინონ 2017 წლის ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომელთაც ლიცენზია მიღებული აქვთ 2017 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ.

 

22.03.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „რადიოაქტიური ნარჩენების მართვა საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო.
ევროკავშირისა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით

05.03.2018
საქართველოში მუშაობა დაასრულა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ, რომლის მიზანი იყო რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის შესწავლა ქვეყანაში და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.

 
 |<  <  1 2 3 4 5 6 7 8 9 10  >  >|