ENG GEO

ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტო შეიქმნა 1957 წელს გაეროს ეგიდით, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მისი მთავარი ფუნქციაა თანამშრომლობა ატომური ენერგიის მშვიდობიან გამოყენებაში. სააგენტოს შტაბ-ბინა განთავსებულია ვენაში (ავსტრია). 

სააგენტო წევრ-ქვეყნებს ეხმარება ბირთვული და რადიაციული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენების პროგრამების შემუშავებაში და ატომური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მის შემადგენლობაში შედის 200-ზე მეტი ქვეყანა.

სააგენტოს ძირითდი ფუნქციებია:

  • კვლევების ხელშეწყობა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენებისათვის
  • სამეცნიერო მიღწევებისა და მეთოდების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა
  • გარანტიების სისტემის გამოყენება, რათა მშვიდობიანი ბირთვული პროგრამები სამხედრო მიზნებისთვის არ იქნან გამოყენებული
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შემუშავება, დამყარება ადაპტაცია.


2004 წელს სააგენტოს გადაეცა მშვიდობის ნობელის პრემია. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტო www.iaea.org