GE - 3.2 - საქართველოს ახალი მარეგულირებელი ორგანოსთვის ვებ-გვერდის შექმნა 2016
რადიაციული წყაროების მარეგულირებელი პარტნიორობა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, რომლის მიზანია დახმარების გაწევა წევრი სახელმწიფოებისთვის რადიოაქტიური წყაროების გამოყენების სფეროში მარეგულირებელი კონტროლის გასაძლიერებლად.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მიიჩნევს, რომ რადიოაქტიური წყაროებისადმი არსებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მოსახლეობისათვის მიწოდება გაზრდის საქართველოში არსებულ რადიოაქტიურ წყაროებზე ზედამხედველობას. სააგენტოს ასევე სურს გააუმჯობესოს საქართველოს მარეგულირებელი სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ამისათვის ახალი ვებ-გვერდის შექმნა წარმოადგენს სააგენტოს ერთ-ერთ გადაუდებელ საჭიროებას.
ეს დავალება მოიცავს ვებ-გვერდის საწყისი ვერსიის შემუშავებას და არა მის პერიოდულ განახლებას. ამ დავალების ფარგლებში სამუშაოს შესრულება ევალება სააგენტოს IT დეპარტამენტის დახმარებით.
შესასრულებელი სამუშაო:
- სააგენტოს ვებ-გვერდის სტრუქტურის შექმნა და ინფორმაციის შემუშავება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- ვებ-გვერდის ფუნქციობის შემოწმება;
- გამოქვეყნება.