ENG GEO

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელმა IAEA-ს რეგიონულ სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა

23.06.2026


ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელმა IAEA-ს რეგიონულ სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი დეკანოიძემ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ ორგანიზებულ რეგიონულ სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა.

სასწავლო კურსის მიზანი რადიაციული დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება იყო, რათა მომავალში მათ დამოუკიდებლად შეძლონ რადიაციული დაცვის მიმართულებით ტრენინგების ჩატარება და ცოდნის გაზიარება.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს რადიაციული დაცვის თანამედროვე პრინციპები, საერთაშორისო სტანდარტები, სწავლების მეთოდოლოგია და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მომზადების პრაქტიკული მიდგომები.

საქართველოს მხრიდან სასწავლო კურსში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ანა ფიცხელაური.

საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას. მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში რადიაციული დაცვის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის პროცესში.