ENG GEO

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცანა 3-ის ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობის მე-2 ეტაპი დასრულდა

01.10.2025


 

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სარკოფაგის კონსერვაციის სამუშაოები დაათვალიერეს, რაც მოიცავს ცანა 3-ის ტერიტორიიდან  50 500 3 მოცულობის სარკოფაგში დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსებას.

 

 2026 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულად გასუფთავდება ცანა 1 და ცანა 2-ის ტერიტორიაზე არსებული  დარიშხანის შემცველი ნარჩენებისგან.

 

 ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სარკოფაგის მოწყობის მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი.