ENG GEO

მიმდინარე წელს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერა

05.08.2026


მიმდინარე წელს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერა

2026 წლის პირველ ნახევარში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა 20-ზე მეტ საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებსა და ექსპერტულ მისიებში მიიღეს მონაწილეობა.

პარალელურად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში 6 საერთაშორისო დონის ღონისძიება გაიმართა, რომლებიც მოიცავდა როგორც ტექნიკურ და რეგიონულ სამუშაო შეხვედრებს, ისე ექსპერტულ მისიებს. გამართული შეხვედრები და სასწავლო ღონისძიებები ფარავდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა:

• ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება;
• მარეგულირებელი სისტემების განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა;
• ბირთვული დაცულობა;
• რადიოაქტიური წყაროებისა და ნარჩენების უსაფრთხო მართვა;
• რადიაციული დაცვა და მონიტორინგი;
• საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა და რეაგირება.

საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას. ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას უზრუნველყოფს.