მიმდინარე წლის 7-8 ნოემბერს, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში - „რადიოლოგიის წარმატებული განვითარების 130 წელი“
08.11.2025
აღნიშნულ კონფერენციაზე, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე - „რადიაციული უსაფრთხოების კულტურა სამედიცინო სექტორში“.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, როგორც მარეგულირებელი ორგანოს როლი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. კონფერენციაში მონაწილე უწყებებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართა ავტორიზებულ დაწესებულებებში რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
ყურადღება გამახვილდა ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების სფეროში არსებულ კანონმდებლობაზე და დაგეგმილ სამომავლო ცვლილებებზე.
მხარეებმა იმსჯელეს გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის გზებზე. სამომავლოდ დაიგეგმა თანამშრომლობის ახალი სტრატეგიები და ინფორმაციის გაზიარების მექანიზმის გაუმჯობესება. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბირთვული და რადიაციული სფეროს განვითარებას.
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მზად არის უზრუნველყოს უწყებათაშორისი ჩართულობის კოორდინაცია დარგში არსებული გამოწვევების მოგვარების მიზნით.