ENG GEO

ნინო უტიაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ვაჰე გრიგორიანს შეხვდა

18.09.2025


ქ. ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ვაჰე გრიგორიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ერთობლივი სწავლებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფარგლებში ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა რადიაციული მონიტორინგის სისტემების განვითარების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა იმსჯელეს რეგიონული მასშტაბით რეაგირების პროცედურების ჰარმონიზაციის და საერთო სტანდარტების დანერგვის საკითხებზე, ასევე,  სიმულაციური სწავლებების ჩატარების პერსპექტივაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაღრმავებას და უსაფრთხოების ხარისხის ზრდას.