ENG GEO

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

20.04.2026


სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ფუნქციის, განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების მნიშვნელობა შეფასდა.  ყურადღება გამახვილდა მიღწევებზე, საერთაშორისო პროექტებსა და  მიმდინარე რეფორმებზე.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი. მინისტრმა, მისასალმებელი  სიტყვით გამოსვლის დროს, ქვეყანაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს განვითარებაში სააგენტოს წარმატებული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სააგენტოს 10-წლიანი საქმიანობა შეაჯამა სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა, რომელმაც ყურადღება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში შექმნილ ეფექტიან სამართლებრივ ჩარჩოსა და მიმდინარე რეფორმების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.

„სააგენტომ, როგორც დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მათ შორის ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. სააგენტო ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, რომელიც რეგიონში სანდო პარტნიორია“, - აღნიშნა ნინო უტიაშვილმა.

ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა სააგენტოს წვლილი ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უწყებათაშორის თანამშრომლობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებთან. აღნიშნული თანამშრომლობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ საფრთხეების დროულ გამოვლენასა და მართვას, არამედ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვას.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია, სხვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმოდგენილები,  მათ შორის პარტნიორი სახელმწიფო უწყებები, სამედიცინო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და უცხოელი პარტნიორები. 

ღონისძიების დასასრულს მინისტრებმა და კომიტეტების თავმჯდომარეებმა დააჯილდოვეს ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული