ENG GEO

17.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს  უფროსი ვასილ გედევანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. 
ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა დელეგაციის ხელმძღვანელს, სტეფან ბერნსს კომისიის მიერ საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისთვის. 

29.06.2018
გაცნობებთ, რომ  2018 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შედის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“  საქართველოს კანონის ის პუნქტები, რომლებიც გარკვეული სახის ვალდებულებებს ადგენენ ელექტრონული კომუნიკაციისათვის. კერძოდ, აღნიშნული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, My.gov.ge-დან სერვისებით სარგებლობის მიზნით შევსებული განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ხოლო განმცხადებელი იურიდიული პირების შემთხვევაში - შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენება.
 

23.04.2018
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი სტუმრად იმედის დილაში თემაზე " რადიაცია - უხილავი საშიშროება".

17.04.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს იუკია ამანოს შეხვდა, სადაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების გაუმჯობესება და რადიაციის მავნე ზეგავლენისგან ადამიანისა და გარემოს დაცვა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.
 |<  <  2 3 4 5 6 7 8 9 10 11  >  >|