ENG GEO


GEO/9/014 - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის განვითარება 2016-2017
 
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ეფექტურობის გაზრდის მიზნით  საქართველო საჭიროებს მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას. საჭიროა არსებული რეგულირების გაუმჯობესება და ახალი რეგულაციების მიღება. აღნიშნული ქმედებების გარეშე შეუძლებელია უსაფრთხოების საერთაშორისო  სტანდარტებთან მიახლოება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (აესს) ეთანხმება საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას.  აესს-მა შეიმუშავა სპეციალური სამოქმედო გეგმა რომელიც გულისხმობს ქვეყნის მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად განვითარების მხარდაჭერას. აღნიშნულ სამოქმედო გეგმაში გაწერილი ქმედებები განხორციელდება 2016 -2017 წლებში.
 
პროექტი ითვალისწინებს შემდეგი ძირითადი მოთხოვნების შესრულებას: 

  • ბირთვული და რადიაციული საქმიანობისთვის ახალი რეგულაციების შემუშავება;
  • ცოდნის მიღება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად;
  • ცოდნის გაზიარება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სფეროში კონტროლის ეფექტური მართვის სისტემის შესაქმნელად. 


პროექტის მიზნები მიიღწევა შემდეგი საქმიანობების განხორციელებით: 

  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა მისიები საქართველოში;
  • ახალი მარეგულირებელი დოკუმენტაციის შემუშავება;
  • სამეცნიერო ვიზიტები ქართველი სპეციალისტებისთვის, მაღალი რანგის ვიზიტები;
  • შეხვედრები ქართველ სპეციალისტებსა და  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს შორის პროექტის განხორციელების პროცესის და მიღწეული შედეგების განსახილველად.

GE - 3.2 - საქართველოს ახალი მარეგულირებელი ორგანოსთვის ვებ-გვერდის შექმნა 2016

რადიაციული წყაროების მარეგულირებელი პარტნიორობა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, რომლის მიზანია დახმარების გაწევა წევრი სახელმწიფოებისთვის რადიოაქტიური წყაროების გამოყენების სფეროში მარეგულირებელი კონტროლის გასაძლიერებლად.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მიიჩნევს, რომ რადიოაქტიური წყაროებისადმი არსებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მოსახლეობისათვის მიწოდება გაზრდის საქართველოში არსებულ რადიოაქტიურ წყაროებზე ზედამხედველობას.  სააგენტოს ასევე სურს გააუმჯობესოს საქართველოს მარეგულირებელი სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ამისათვის ახალი ვებ-გვერდის შექმნა წარმოადგენს სააგენტოს ერთ-ერთ გადაუდებელ საჭიროებას.

ეს დავალება მოიცავს ვებ-გვერდის საწყისი ვერსიის შემუშავებას და არა მის პერიოდულ განახლებას. ამ დავალების ფარგლებში სამუშაოს შესრულება ევალება სააგენტოს IT დეპარტამენტის დახმარებით.

შესასრულებელი სამუშაო:

  • სააგენტოს ვებ-გვერდის სტრუქტურის შექმნა და ინფორმაციის შემუშავება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ვებ-გვერდის ფუნქციობის შემოწმება;
  • გამოქვეყნება.

GE - 1.8 - ცენტრალურ საცავში განთავსებული რეგულირებიდან გათავისუფლებული დახურული წყაროების ვერიფიკაცია 2016

რადიაციული წყაროების მარეგულირებელი პარტნიორობა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, რომლის მიზანია დახმარების გაწევა წევრი სახელმწიფოებისთვის რადიოაქტიური წყაროების გამოყენების სფეროში მარეგულირებელი კონტროლის გასაძლიერებლად.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო პასუხისმგებელია საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მართვაზე და ამიტომ დაინტერესებულია გადამოწმდეს საცავში არსებული ყველა რეგულირებიდან გათავისუფლებული დახურული წყარო. ამ დავალების ფარგლებში განხორციელდება წყაროების საცავიდან გამოტანა და გარკვეული წყაროების რადიოლოგიური შეფასება (რადიაციული გაზომვა,  წყაროების იდენტიფიკაცია და ინდივიდუალური დოზიმეტრია). ზემოთ აღნიშნული ქმედებების დასრულების შემდეგ მოხდება წყაროების კონტეინერებში მოთავსება და მათი საცავში დაბრუნება.

სამუშაოს შესრულება ევალება სააგენტოს. კონტრაქტორი უზრუნველყოფს კონტეინერებისა და წყაროების ტრანსპორტირების დროს მხარდაჭერას.

შესასრულებელი სამუშაო:

  • რეგულირებიდან გათავისუფლებული ყველა დახურული წყაროს შემოწმება;
  • RASOD-ის არქივის განახლება მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.

GE - 2.6 - მინისტრის ახალი ბრძანების შემუშავება ბირთვული და რადიაციული ობიექტების უსაფრთხოების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების შესახებ 2016 - 2017
 
რადიაციული წყაროების მარეგულირებელი პარტნიორობა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, რომლის მიზანია დახმარების გაწევა წევრი სახელმწიფოებისთვის რადიოაქტიური წყაროების გამოყენების სფეროში მარეგულირებელი კონტროლის გასაძლიერებლად.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო საჭიროებს დახმარებას ბირთვული და რადიაციული ობიექტების უსაფრთხოების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების შესახებ   მინისტრის ახალი ბრძანების შემუშავებისთვის. ბრძანება უნდა ითვალისწინებდეს ყველა საერთაშორისო რეკომენდაციას რომლებიც რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოებას ეხება.

შესასრულებელი სამუშაო:
  • ბრძანების სამუშაო ვერსიის შექმნა;
  •  ბრძანების სამუშაო ვერსიის განხილვა ექსპერტების მიერ;
  • საბოლოო ვერსიის შემუშავება ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • ბრძანების განხილვა შესაბამისი უწყებების და სამინისტროების მიერ;
  • საბოლოო ვერსიის შემუშავება შესაბამისი უწყებების და სამინისტროების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • ტექნიკური მხარდაჭერა ბრძანების დასამტკიცებლად და მისაღებად.
  •  

 

GE - 2.7 – ახალი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება ბირთვული და რადიაციული ავარიებისა და ინცინდენტებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების შესახებ 2016 – 2017

რადიაციული წყაროების მარეგულირებელი პარტნიორობა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, რომლის მიზანია დახმარების გაწევა წევრი სახელმწიფოებისთვის რადიოაქტიური წყაროების გამოყენების სფეროში მარეგულირებელი კონტროლის გასაძლიერებლად.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო საჭიროებს დახმარებას ბირთვული და რადიაციული ავარიებისა და ინცინდენტებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების შესახებ   ახალი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისთვის. ახალი ტექნიკური რეგლამენტი უნდა ითვალისწინებდეს ყველა საჭირო საერთაშორისო რეკომენდაციას.

შესასრულებელი სამუშაო:
  • ტექნიკური რეგლამენტის სამუშაო ვერსიის შექმნა;
  • ტექნიკური რეგლამენტის სამუშაო ვერსიის განხილვა ექსპერტების მიერ;
  • საბოლოო ვერსიის შემუშავება ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • ტექნიკური რეგლამენტის განხილვა შესაბამისი უწყებების და სამინისტროების მიერ;
  • საბოლოო ვერსიის შემუშავება შესაბამისი უწყებების და სამინისტროების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • ტექნიკური მხარდაჭერა ბრძანების დასამტკიცებლად და მისაღებად.