ლიცენზია წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ უფლებას, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.
ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ უფლებას, ერთჯერადად ან/და გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ შესაბამის დაწესებულებას გააჩნდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია.
სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში აუცილებელია მეწარმეს ჰქონდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა პროდუქციის სახეობის მიხედვით.
ლიცენზიასა და ნებართვას შორის არსებობს შემდეგი ძირითადი განსხვავებები:
· ლიცენზია გაიცემა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სამეწარმეო საქმიანობაზე, ხოლო ნებართვა - სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციების, დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტისათვის;
· ლიცენზია გაიცემა უვადოდ, ხოლო ნებართვა - ერთჯერადად, კონკრეტული ოპერაციის განხორციელების ვადით.
ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესები და პრინციპები განსაზღვრულია საქართველოს კანონებით: «სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ», «სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ», «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ», «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ», «ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ» და სხვ. საკანონმდებლო აქტებით.
«სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ» კანონის თანახმად:
· აკრძალულია ლიცენზიისა და ნებართვის შემოღება ისეთ საქმიანობაზე, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული;
· აკრძალულია კანონქვემდებარე აქტით ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც შინაარსობრივად განსაზღვრავს რაიმე საქმიანობაზე სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმს;
· ლიცენზირებას და ნებართვას დაქვემდებარებული კონკრეტული საქმიანობის ჩამონათვალი განისაზღვრება მხოლოდ კანონით;
· ლიცენზიის და ნებართვის მისაღებად საჭირო დამატებითი პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით.