ENG GEO

რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დანიშნულებაა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა და მათ შორის გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების დროებითი უსაფრთხო განთავსება. 2007 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების (N840, 18 სექტემბერი, 2004) თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტის მხარდაჭერით ფიზიკის ინსტიტუტის (ყოფილი კვლევითი რეაქტორის) ტერიტორიაზე მოეწყო რადიოაქტიური ნარჩენების საცავი.
რადიოაქტიური ნარჩენების საიმედო იზოლაციის მიზნით საცავი აღჭურვილია ფიზიკური დაცვისა და რადიაციული მონიტორინგის თანამედროვე სისტემებით, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების სისტემით, ვენტილაციის სპეციალური სისტემით, რადიოაქტიური მასალების შესატანი სპეციალურად მოწყობილი პორტალებითა და ამწეებით.
საცავის განთავსების ადგილი უზრუნველყოფილია მუდმივი  დაცვით.
ევროპული პროეტების ფარგლებში ჩატარდა არსებული საცავის სტრატეგიული გამოკვლევა და მისი უსაფრთხოების შეფასება, რამაც ცალსახად დაადასტურა საცავის ოპერირების უსაფრთხოება.