ბირთვული და რადიაციული ლიცენზიის მფლობელთა საყურადღებოდ!

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარუდგინონ წინა წლის ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომელთაც ლიცენზია მიღებული აქვთ პირველი ოქტომბრის შემდეგ.
ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის საშუალებით, შემდეგი ბმულიდან: www.my.gov.ge
ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად გათვალისწინებულია 400 ლარიანი ჯარიმა.

- რეგისტრაციის გავლა www.my.gov.ge-ზე;
- ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების შესახებ ანგარიშგების შევსების ინსტრუქცია - www.my.gov.ge