ENG GEO
ინსპექტირება  სანქციები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას განსაზღვრულია შემდეგი სანქციები (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 592. მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის წესების დარღვევა)
 
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, კერძოდ, ორგანიზაციული სახის დარღვევები (დოკუმენტაციის წარმოების შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუშაკის დასხივება დადგენილი დოზური ზღვრის გადაჭარბებით ან პაციენტის დაუსაბუთებელი სამედიცინო დასხივება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, რამაც შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობაზე ან/და დააბინძუროს გარემო, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
4. მაიონებელი გამოსხივების წყაროების მქონე ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევა დადგენილ ნორმაზე მეტად –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
5. მაიონებელი გამოსხივების წყაროების მქონე ობიექტიდან გამდინარე წყლებში რადიოაქტიური ნივთიერებების ჩაშვება დასაშვებ დონეზე ჭარბი რაოდენობით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
6. მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან (გარდა ბირთვული მასალისა ან მოწყობილობისა, რადიოაქტიური ნარჩენისა, რადიოაქტიური ნივთიერებისა) მოპყრობა ლიცენზიის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.