ENG GEO

სამარხის დანიშნულებაა რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსება მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე, შესაბამისად სამარხი განიხილება როგორც რადიოაქტიური ნარჩენების მუდმივი ადგილსამყოფელი, რის გამოც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა შეირჩეს განთავსების ადგილი, მისი გეოლოგიური მახასიათებლები, სიახლოვე მიწისზედა, გრუნტის, ასევე არტეზიულ წყლებთან და სხვა.
საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი განთავსებულია სოფ. სააკაძის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული სამარხის ექსპლუატაცია ხორციელდებოდა 1989 წლამდე. ამჟამად სამარხი დახურულია და არ ხორციელდება მასში რადიოაქტიური ნარჩენების შეტანა. ბოლო წლებში ჩატარებული უსაფრთხოების შეფასებით  ცალსახად დადასტურდა, რომ სამარახი უსაფრთხოა და იგი არ წარმოადგენს არავითარ რადიაციულ საფრთხეს.
სამარხის ტერიტორია შემოღობილია და დაცული ადამიანებისა და ცხოველების შემთხვევითი შეღწევის თავიდან ასაცილებლად. დეპარტამენტის მიერ მუდმივად ხორციელდება რადიაციული მდგომარეობის მონიტორინგი და უზრუნველყოფილია მოსახლეობისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოება.