საქართველოს კანონები „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ განსაზღვრავენ ქვეყნის რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის პოლიტიკას. მიღებული პოლიტიკის თანახმად ნებისმიერი სახის რადიოაქტიური ნარჩენის განთავსების საბოლოო პუქტს წარმოადგენს რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი, შესაბამისად რადიოაქტიური ნარჩენების საცავი განიხილება, როგორც ნარჩენების შესანახი დროებითი (50-100 წელი) ადგილი. აუცილებელია ნარჩენების გადამუშავება, რათა ისინი თავის მახასიათებელებით აკმაყოფილებდნენ რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმებს მოცემული საცავისა თუ სამარხისათვის, სადაც უნდა მოხდეს მათი უსაფრთხოდ განთავსება.
პოლიტიკის განხორციელება ხდება შესაბამისი სტრატეგიის საშუალებით. სტრატეგიის მიღების აუცილებლობას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“, რომელიც აყალიბებს მოთხოვნას, რათა მიღებულ იქნას რადიოაქტიური ნარჩენების 15 წლიანი სტრატეგია და მისი განმახორცილებელი სამოქმედო გეგმა. ამჟამად შვედეთის რადიაციული მარეგულირებელი ორგანოს მხარდაჭერით აქტიურად მიმდიანრეობს სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც ჩართულნი არიან საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. სტრატეგია ამჟამად შემუშავების ბოლო ეტპზეა და მისი მიღება იგეგმება 2016 წლის ბოლომდე.