ENG GEO

ახალი რეგლამენტი საქართველოში ვეტერინარულ რადიოლოგიაში უსაფრთხოების სტანდარტებს აძლიერებს

27.04.2026


 

 

2026 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება.

რეგლამენტის მთავარი მიზანია, ვეტერინარულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში (მათ შორის რენტგენის, ბირთვულ მედიცინისა და სხივურ თერაპიის დროს) რადიაციის გამოყენება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო, კონტროლირებადი და მინიმალური რისკის შემცველი.

შესაბამისად, ახალი ტექნიკური რეგლამენტი უზრუნველყოფს ვეტერინარულ რადიოლოგიაში უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებას და ცხოველებისა და მათი მეპატრონეების უფრო მეტ დაცვას.

 

 

 

 

როგორ იცავს რეგლამენტი ცხოველებს?

ცხოველების უსაფრთხოებისთვის დადგენილია მკაცრი წესები, რომლებიც უზრუნველყოფს:

      - დასხივების მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში გამოყენებას

      - რადიაციული დოზის მაქსიმალურ შემცირებას დიაგნოსტიკის დროს

      - თანამედროვე დამცავი ტექნოლოგიების გამოყენებას

      - ცხოველის ზედმეტი გადაღებებისა და განმეორებითი დასხივების თავიდან აცილებას

      - პროცედურების დროს სწორი ფიქსაციისა და ანესთეზიის გამოყენებას, რათა შემცირდეს სტრესი და რისკი

    - განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბირთვული მედიცინის შემთხვევაში ცხოველის შემდგომ მოვლასაც, რათა რადიოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედება დროულად და უსაფრთხოდ შემცირდეს.

 

როგორ არის დაცული ცხოველის მეპატრონე?

რეგლამენტი პირველად აყალიბებს დეტალურ სისტემას, რომელიც იცავს ცხოველის მეურვეებს:

      - პატრონები წინასწარ იღებენ სრულ ინფორმაციას შესაძლო რისკებზე

      - პროცედურებში მონაწილეობა მკაცრად კონტროლდება და დაშვებულია მხოლოდ საჭირო შემთხვევაში

      - დაცულია უსაფრთხო დისტანციის წესები რენტგენის პროცედურის დროს

      -  გამოყენებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ინსტრუქციები

      - განსაკუთრებული ჯგუფები (ორსული ქალები და ბავშვები) დაცულნი არიან დამატებითი შეზღუდვებით

       - ასევე, ბირთვული მედიცინის შემდეგ მფლობელები იღებენ სპეციალურ წერილობით რეკომენდაციებს, როგორ მოიქცნენ ცხოველთან კონტაქტის დროს, რათა სრულად გამოირიცხოს ზედმეტი დასხივების რისკი.

 

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 23 იანვრის დადგენილება №27 - ,,ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’