ENG GEO

ბირთვული და რადიაციული ლიცენზიის მფლობელთა საყურადღებოდ!!

28.02.2024


ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან 2024 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარუდგინონ 2023 წლის ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომელთაც ლიცენზია მიღებული აქვთ 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან.

ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის საშუალებით, შემდეგი ბმულიდანhttps://www.my.gov.ge/ka-ge/account/login/certificate/95f20fe9-8b35-4422-b5d0-364840082b6a

ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592- მუხლის მეორე პუნქტის თანახმად გათვალისწინებულია 400 ლარიანი ჯარიმა.

  • რეგისტრაციის გავლა  my.gov.ge-ზეhttps://www.my.gov.ge/ka-ge/help/null/137
  • ბირთვული და რადიაციული საქმიანობის  სალიცენზიო პირობების შესახებ ანგარიშგების შევსების ინსტრუქციაhttps://www.my.gov.ge/ka-ge/help/13/82

შენიშვნა:

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დროებით შეჩერება არ გათავისუფლებთ წლიური ანგარიშის ჩაბარებისგან;

ანგარიშის ფორმა უნდა იყოს სრულად შევსებული (მაგ: პერსონალის ინდივიდუალური დოზები, პროცედურების რაოდენობა, ინფორმაცია მაიონებელი გამოსხივების წყაროს შესახებ და სხვ.) და თან ერთვოდეს ყველა სავალდებულო დოკუმენტი (მაგ: რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში გადამზადების  დოკუმენტის ასლი; დანადგარის ხარისხის კონტროლის ჩატარების ბოლო ოქმი (გარდა სამეცნიერო-კვლევითი გენერატორებისა და სამრეწველო რადიოგრაფიული დანადგარებისა)).