ENG GEO

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა საყურადღებოდ!!

24.05.2024


გაცნობებთ, რომ 2024 წლის პირველი აგვისტოდან ძალაში შედის „ტექნიკური რეგლამენტის სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის 226 დადგენილების:

მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი - „დაუშვებელია ისეთი რენტგენოგრაფიული დანადგარების (გარდა დენტალური დანადგარების) გამოყენება, რომლებსაც არ გააჩნია დიაფრაგმის რეგულირების ფუნქცია

მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი - „პირებს, რომლებიც ფლობენ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციას, ხელით დასაჭერი ინტრაორალური რენტგენის დანადგარების გამოყენებაზე, ვალდებულნი არიან, შეაჩერონ მათი ექსპლუატაცია“.