ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
29.05.2026
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიების, კვლევითი მიმართულებების და საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.
სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მაკოორდინებელი უწყება მზადაა ხელი შეუწყოს აღნიშნული სფეროს განვითარებას, მათ შორის იმ ექსპერტების მხარდაჭერით, რომლებიც წლების განმავლობაში ავითარებდნენ დარგს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამეცნიერო კონსორციუმის თავმჯდომარე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გრიგორ ტატიშვილი; ამავე ორგანიზაციის სამეცნიერო მდივანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი; კონსორციუმის წევრი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში მიხეილ გოგებაშვილი და სხივური მედიცინის ცენტრის რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, სამედიცინო ფიზიკოსო გიორგი გავაშელიშვილი.