ENG GEO

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ სტუდენტებისთვის შემეცნებითი ღონისძიება გამართა

17.06.2026


ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ სტუდენტებისთვის შემეცნებითი ღონისძიება გამართა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ახალგაზრდებისთვის გასვლითი შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარეს. ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სტუდენტებმა სააგენტოს ლაბორატორია მოინახულეს და უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას ადგილზე გაეცნენ.

ასევე, სტუდენტებმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთან ერთად, მოინახულეს მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი (ყოფილი ბირთვული რეაქტორი).

ვიზიტი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და დარგის სპეციალისტებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მსგავსი ხასიათის შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.