ENG GEO

აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტი  წარმოადგენს აშშ-ის აღმსრულებელ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგეტიკული და ბირთვული უსაფრთხოებისათვის.
1970 წელს აშშ ატომური ენერგეტიკის კომისია გარდაიქმნა ორ მარეგულირებელ ორგანოდ: აშშ ბირთვული მარეგულირებელი კომისია (US NRC), რომელიც წარმოადგენს აშშ ბირთვულ მარეგულირებელ ორგანოს (ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენება) და ენერგეტიკის დეპარტამენტად, რომელიც არეგულირებს ბირთვული იარაღთან დაკავშირებულ საქმიანობებს და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებს, ისე როგორც ინოვაციური ამ სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვას.

ძირითადი ფუნქციები:

ბირთვული რეაქტორების წარმოება
ელექტროენერგიის წარმოება
ბირთვული იარაღის დამზადება
ბირთვული და რადიოაქტიული ნარჩენების გადამუშავება და დამარხვა.
მის შემადგენლობაში შედის რამოდენიმე დიდი სამეცნიერო ლაბორატორია: 

  • არგონის ნაციონალური ლაბორატორია 
  • ბრუკჰეივენის ნაციონალური ლაბორატორია
  • ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორია 
  • ლოს-ალამოსის ნაციონალური ლაბორატორია 
  • ოკრიჯის ნაციონალური ლაბორატორია
  • ოკრიჯის ნაციონალური უსაფრთხოების კომპლექსი Y-2
  • წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ნაციონალური ლაბორატორია
  • სანდიას ნაციონალური ლაბორატორია
  • ენრიკო ფერმის სახელობის ნაციონალური ამაჩქარებლის ლაბორატორია
აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტი  www.energy.gov