ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტო |
ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტო შეიქმნა 1957 წელს გაეროს ეგიდით, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მისი მთავარი ფუნქციაა თანამშრომლობა ატომური ენერგიის მშვიდობიან გამოყენებაში. სააგენტოს შტაბ-ბინა განთავსებულია ვენაში (ავსტრია).
სააგენტო წევრ-ქვეყნებს ეხმარება ბირთვული და რადიაციული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენების პროგრამების შემუშავებაში და ატომური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მის შემადგენლობაში შედის 171 ქვეყანა.
სააგენტოს ძირითდი ფუნქციებია:
- კვლევების ხელშეწყობა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენებისათვის
- სამეცნიერო მიღწევებისა და მეთოდების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა
- გარანტიების სისტემის გამოყენება, რათა მშვიდობიანი ბირთვული პროგრამები სამხედრო მიზნებისთვის არ იქნან გამოყენებული
- ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შემუშავება, დამყარება ადაპტაცია.
2005 წელს სააგენტოს გადაეცა მშვიდობის ნობელის პრემია.
ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტო www.iaea.org