ENG GEO

აშშ ბირთვული მარეგულირებელი კომისია - სამთავრობო უწყებაა, შექმნილი  აშშ კონგრესის მიერ ბირთვული ენერგეტიკის ობიექტების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის მიზნით. 

კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

  1. რადიაციული დაცვა
  2. ბირთვული რეაქტორების უსაფრთხოება
  3. ბირთვული და რადიოაქტიური მასალების რეგულირება
  4. ბირთვული უსაფრთხოება
  5. ბირთვული ობიექტების ლიცენზირება
  6. რადიოაქტიური ნარჩენების მენეჯმენტი
  7. საკანონმდებლო აქტების შემუშავება

აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისია დიდ ყურადღებას უთმობს აშშ გარეთ ბირთვული მასალების უსაფრთოებისა და დაცულობის პრინციპებს. იგი ეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოეთის ქვეყნებს ეფექტური მარეგულირებელი ორგანიზაციების განვითარებისათვის, საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების იმპლემენტაციაში.  
აშშ ბირთვული მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს ამ მიმართულებით წარმოადგენს „რადიოაქტიური წყაროების მარეგულირებელი თანამშრომლობის“ პროექტი, რომლის მიხედვითაც დახმარება ეწევა 30-ზე მეტი ქვეყნის ბირთვულ მარეგულირებელ უწყებებს მაიონებელი გამოსხივების წყაროების ნაციონალური რეესტრის შექმნაში (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებით და ადგილზე ინვენტარული კუთხთ ინსპექტირებაში დახმარებით - www.rsrp-online.org), ლიცენზირებისა და ინსპექტირების საქმიანობის ინიცირებითა და საინფორმაციო სისტემების იმლემენტირებით, ასევე აღნიშნულ ქვეყნებში ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში საკანონმდებლო აქტების შექმნაში, მარეგულირებელი ორგანოს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში, ექსპერტების მოვლინებით ამა თუ იმ საკითხების გადასაჭრელად და ა.შ. 

აშშ ბირთვული მარეგულირებელი კომისია http://www.nrc.gov